მათ. გაძ. IX.12.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  სიბრტყეზე ფიგურათა გეომეტრიული გარდაქმნების გამოკვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.

ინდიკატორები

  • ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და მარტივ შემთხვევებში იყენებს მათ ფიგურათა ტოლობის დასადგენად ;
  • იყენებს კოორდინატებს გეომეტრიული გარდაქმნების (პარალელური გადატანა, ღერძული/ცენტრული სიმეტრია) შესრულებისა და გამოსახვისათვის ;
  • მსჯელობს და აკეთებს დასკვნას ერთი და იგივე ტიპის გეომეტრიული გარდაქმნების (პარალელური გადატანა, მობრუნებები ერთი და იგივე ცენტრის გარშემო, ღერძული სიმეტრიები პარალელური ღერძების მიმართ, საერთო ცენტრის მქონე ჰომოთეტიები) კომპოზიციების შესახებ ;
  • ფიგურის და/ან გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების მიხედვით მსჯელობს მოცემული ფიგურებით სიბრტყის დაფარვის შესაძლებლობის შესახებ; შესაბამის შემთხვევაში ახდენს  სიბრტყის (ლოკალურად) დაფარვის დემონსტრირებას.

რესურსები