მათ. გაძ. IX.10.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.

ინდიკატორები

  • ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედების, წრეების/წრეწირების) მსგავსებას ან/და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად,  იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა);
  • პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალურ ვითარებაში);
  • იყენებს დეკარტეს კოორდინატებს სიბრტყეზე გეომეტრიული ფიგურის ზომების დასადგენად.

რესურსები