ისტ.XI.8.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენის საკითხების კვლევა.

ინდიკატორები

  • მსჯელობს და ასახელებს ისტორიულ მაგალითებს, როცა ამა თუ იმ ხალხის    კულტურამ პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ სინამდვილეზე (მაგ.: არაბები და ესპანეთი, მონღოლები და რუსეთი);
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობისას ასახელებს ქართული ხელოვნების იმ ძეგლებს (მაგ.: ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება), რომლებზეც სხვა კულტურამ  მოახდინა გავლენა; ასაბუთებს თავის არჩევანს;
  • ირჩევს ქართულ საკულტო თუ საერო დანიშნულების ძეგლებს და ავლებს პარალელებს ანალოგიური დანიშნულების მქონე სხვა ქვეყნების ძეგლების არქიტექტურასთან;
  • ახდენს სხვადასხვა ეპოქის ურბანული ცენტრების ერთმანეთთან  შედარებას (მაგ., რომაული ხანის ქალაქი და შუა საუკუნეების ქალაქი);
  • ადარებს შუა საუკუნეების  საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს რომელიმე აღმოსავლურ ან ევროპულ ქალაქს და მსჯელობს  მის არქიტექტურასა და ყოფაზე სხვადასხვა კულტურების გავლენაზე;
  • საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე.

რესურსები