ისტ.XI.7.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.

ინდიკატორები

  • ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების წინაქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენებს და მათ გავლენას ხელოვნებასა და ყოფაზე;
  • მსჯელობს ძირითად მონოთეისტურ რელიგიებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ;
  • იცნობს მსოფლიო მონოთეისტური რელიგიების წიაღში არსებულ დოგმატურ განსხვავებებს;
  • საკლასო დისკუსიისას მსჯელობს, თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე; ავლებს პარალელებს სხვა რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანასთან;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა ურთიერთდამოკიდებულება საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში და რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილებები ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.

რესურსები