ისტ.XI.1.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტო­რიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშ­ვნელობაზე მსჯელობა.

ინდიკატორები

  • ირჩევს ეკონომიკური ურთიერთობების ორ ფორმას და ადარებს მათ ერთმანეთს (მაგ., სახელოსნო შუა საუკუნეებში და მანუფაქტურა  XVIII საუკუნეში);
  • ირჩევს ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ ფორმას და  ადარებს საქართველოსა და სხვა რომელიმე ქვეყანაში  მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას (მაგ.: ფეოდალური მეურნეობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში);
  • მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენს გეოგრაფიული გარემო, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე ამა თუ იმ სახელმწიფოსა და ხალხის  ეკონომიკურ განვითარებაზე;
  • ირჩევს სხვადასხვა ეპოქაში მომხდარ ორ მიგრაციულ პროცესს და ადარებს მათ მიზეზებსა და შედეგებს;
  • წერს თემას, რომელშიც მსჯელობს რომელიმე კონფლიქტის (ომის) ეკონომიკურ წინაპირობებსა და შედეგებზე;
  • ირჩევს ორ იმპერიას და ერთმანეთს ადარებს მათ ეკონომიკურ პოლიტიკას პერიფერიებსა და კოლონიებში (მაგ., ინგლისისა და ესპანეთის პოლიტიკა მათ კოლონიებში); 
  • იცნობს ამა თუ იმ ეპოქის   ეკონომიკურ თეორიას და გამოთქვამს მოსაზრებას, მოახდინა თუ არა გავლენა  მან ამა თუ იმ ქვეყნის (რეგიონის) ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

 

რესურსები