ისტ.X.6.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.

ინდიკატორები

  • მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ და კრიტიკულად აფასებს, თუ რამდენად სანდოა იგი (მაგ.: იკვლევს იყო თუ არა ავტორი მოვლენის თვითმხილველი, რა წყაროებით სარგებლობდა იგი; მოქმედებდა თუ არა ცენზურა წყაროს ავტორზე);
  • განსაზღვრავს ისტორიული წყაროს შექმნის მიზანს - ავტორის მოტივაციას (მაგ.: მხედველობაში იღებს წყაროს ავტორის პირად ურთიერთობას ისტორიული პირთან, მის დამოკიდებულებას უცხოელთა მიმართ, მისი ეპოქის საზოგადოებრივ გარემოს, ფასეულობებსა და მენტალიტეტს);
  • ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის თარიღისა და ადგილის შესახებ; წყაროს შეფასებისას მხედველობაში იღებს, თუ რამდენად არის დაშორებული იგი დროისა და ადგილის თვალსაზრისით მასში გადმოცემული ისტორიული მოვლენებისგან;
  • განასხვავებს იმ ინფორმაციას, რომლის მოწოდებაც წყაროს ავტორის უპირველესი მიზანია, წყაროში არსებული ყველა სხვა ცნობისაგან (მაგ. იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში" ავტორის მიზანია ქრისტიანობისათვის თავდადებული დედოფლის ცხოვრების აღწერა, მაგრამ ამავე დროს ამ ნაწარმოებში ჩვენ მოვიპოვებთ ცნობებს V საუკუნის II ნახევრის ქართლის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ვითარების შესახებ);
  • პირველად წყაროებზე მუშაობისას მხედველობაში იღებს ისტორიული მოვლენის მონაწილეების განსხვავებულ ფასეულობებს, ინტერესებს, შეხედულებებს, მოტივებსა და სხვა ადამიანურ ფაქტორებს;
  • ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • ისტორიული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, სოციალური ურთიერთობები) მიხედვით;
  • აღიქვამს ისტორიულ ეპოქას: ა) აყალიბებს მისთვის საინტერესო ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს; აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ ეპოქას; ბ) ცდილობს თავიდან აიცილოს წარსული ეპოქის მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან შეფასება.

რესურსები