ისტ.X.4.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.

ინდიკატორები

  • ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას, ან გვაძლევს ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას (მაგ.: იუსტინიანე კეისრის შეფასებას პროკოფი კესარიელის ოფიციალური და საიდუმლო ისტორიის მიხედვით ან ლაშა-გიორგის შეფასება ლაშას დროინდელი მემატიანისა და ჟამთააღმწერლის  თხზულების მიხედვით); მსჯელობს იმ  ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა;
  • ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
  • მსჯელობს ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული  ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი  მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში; 
  • ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.

რესურსები