ისტ.X.3.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

ინდიკატორები

  • იცნობს ისტორიული აზრის განვითარების ძირითად ეტაპებს;
  • განასხვავებს ისტორიული მწერლობის განვითარების ძირითად (ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსის. . . . )  ეტაპებს;
  • მსჯელობს სხვადასწხვა ეპოქის ისტორიკოსებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ისტორიის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში;
  • იცნობს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებს, მსჯელობს მათი ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ (მაგ.: ვახუშტი ბაგრატიონი და ივანე ჯავახიშვილი); მსჯელობს უმნიშვნელოვანესი ქართული საისტორიო კრებულის, ,,ქართლის ცხოვრების’’ შესახებ;
  • მსჯელობს სხვადასხვა  ისტორიული სკოლის წარმოშობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე და ადარებს ერთმანეთთან ამ სკოლების წარმომადგენლების ძირითად შეხედულებებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, რამდენად   განაპირობებს ისტორიული გარემო და ეპოქის ფასეულობები სხვადასხვა დროის ისტორიის თეორეტიკოსთა შეხედულებებს.
  • მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ისტორიის განსხვავებული მნიშვნელობების (ისტორია, როგორც პროპაგანდა, ისტორია და ეთიკა, ისტორია და თეოლოგია) შესახებ.

რესურსები