ისტ.X. 2.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის ისტორიის  დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
  • მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;
  • მსჯელობს დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებზე, აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ (მაგ.: ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისში, ტროას გათხრები);
  • მსჯელობს ეთნოლოგია/ეთნოგრაფიული მასალების მნიშვნელობაზე, კლასგარეშე აქტივობის გზით (სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა, საველე გასვლითი სამუშაოს შედეგად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის გაცნობა) მოპოვებული მასალის საფუძველზე მსჯელობს ყოფა-ცხოვრების ძირითად მახასიათებლებზე და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ძირითად ელემენტებს ადარებს თანამედროვე ყოფას; აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ტრადიციული ყოფა-ცხოვრების შესახებ;
  • სამუზეუმო ფონდებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით მოიძიებს ქართული მონეტებისა და ქაღალდის ფულის ძირითად ნუმუშებს და ადარებს სხვა ქვეყნის ფულის ნიმუშებთან; მსჯელობს ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის მნიშვნელობაზე;
  • იცნობს ძველ ქართულ მეტროლოგიურ სისტემას. ადარებს მას სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ძველ და თანამედროვე მეტროლოგიურ სისტემებთან;
  • განსაზღვრავს ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობას, იცნობს ისტორიული კარტოგრაფიის ძირითად ეტაპებს, მათ შორის ქართული კარტოგრაფიის განვითარების ისტორიას (მაგ.: მსჯელობს ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე და ადარებს მის ატლასებს მისი დროის მსოფლიო კარტოგრაფიულ მიღწევებთან).

რესურსები