ისტ.X. 1.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.

ინდიკატორები

  • მსჯელობს წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემაზე, მისი წარმოშობის ისტორიასა და მიზეზებზე, ადარებს წელთაღრიცხვის ძველ სისტემებს თანამედროვე საყოველთაოდ გავრცელებულ მოდელს; მსჯელობს ქართული წელთაღრიცხვის სისტემაზე;
  • იცნობს კალენდრის სხვადასხვა სისტემას, ადარებს მას მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ კალენდართან;
  • იცნობს ისტორიის პერიოდიზაციის ძირითად ძველ და თანამედროვე მოდელებს, მსჯელობს მათ შესახებ;
  • იცნობს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ძველ და თანამედროვე მოდელებს. ადარებს მას მსოფლიოში დღეს არიარებულ ისტორიის პერიოდიზაციასთან.

რესურსები