ისტ.VIII.9.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ინდიკატორები

  • გამოყოფს და აღწერს დემოკრატიის ჩასახვისა და განვითარების ისტორიულ ეტაპებს;
  • ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
  • მსჯელობს, თუ როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, თუ რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის უფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს ავტორიტარული და დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სიტუაციას; მსჯელობს ორივე ტიპის საზოგადოებაში პიროვნებისადმი დამოკიდებულებაზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები