ისტ.VIII.8.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ინდიკატორები

  • განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი);
  • ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე;
  • ჩამოთვლის საზოგადოებრივ ინტერესებს, რომელთა უგულებელყოფის უფლებაც სახელმწიფოს არ აქვს.  თავის მოსაზრებას ასაბუთებს ისტორიული მაგალითებით;
  • განმარტავს, რა არის პოლიტიკური რეჟიმი და ჩამოთვლის სხვადასხვა სახის (მაგ,: დემოკრატიული, ავტორიტარული, ტოტალიტარული თუ სხვა) სახელმწიფოებს;
  • ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმს და ირჩევს საქართველოსთვის, მისი აზრით,   ყველაზე ეფექტურს;
  • საქართველოს კონსტიტუციაში მოიძიებს და აანალიზებს დებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის უზრუნველყოფასთან (მაგ.: ხელისუფლების განაწილება და არჩევითობა, მრავალპარტიულობა, ადამიანის პოლიტიკური უფლებები და ა.შ.), გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დემოკრატიის გასაძლიერებლად მიმართული ცვლილებების შესახებ. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები