ისტ.VIII.6.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

ინდიკატორები

  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს; მაგ.:

 ცხრილი 1

  • ადარებს სხვადასხვა პერიოდის ომების დროს გამოყენებულ იარაღს (მაგ.: მობილურობის, ეფექტიანობის, წარმოების მიხედვით);
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ადგენს მისთვის ნაცნობი ომების სიას და აჯგუფებს მათ ცხრილის საშუალებით ხასიათისა და მასშტაბის მიხედვით. მაგ.:

 ცხრილი 2

  • ირჩევს ერთ-ერთ ბრძოლას (ან საომარ კამპანიას) და წერილობით მსჯელობს მასში მხედართმთავრის როლზე;
  • კლასში სიმულაციური თამაშის დროს ცდილობს დიალოგის მეშვეობით გამოძებნოს რომელიმე კონფლიქტის მოგვარების გზები;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას ადარებს ერთი და იმავე ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის საომარ კულტურას (დამოკიდებულება ტყვეთა, დაჭრილთა, დაღუპლთა მიმართ);
  • ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დაადგენს მეომრის ქცევის კოდექსს განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებში;
  • მსჯელობს თანამედროვე მსოფლიოში საომარი მოქმედებების დროს მიღებული კანონებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მსჯელობს როგორც მათ დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;
  • ევროპის კონტურულ რუკაზე დაიტანს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომლებიც  ამა თუ იმ ომმა (მაგ. პირველი მსოფლიო ომი) გამოიწვია;
  • ჩამოთვლის ომის მსხვერპლთა კატეგორიებს, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ერთ-ერთი კატეგორიის უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, ერთმანეთს ადარებს არჩეული კატეგორიისადმი მოპყრობის კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შემუშავებამდე და მის შემდგომ პერიოდში;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები