ისტ.VIII.4.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ინდიკატორები

  • კლასში ჯგუფური მუშაობისას ჩამოთვლის  სხვადასხვა ტიპის დამწერლობებს, საუბრობს მათ წარმოშობასა და წერის მეთოდში მომხდარ ცვლილებებზე;
  • ცხრილში აჯგუფებს მშობლიურ ენაში უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვებს. მაგ:


ცხრილი 1

  • კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის ან ბარათების საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოგონების შედეგებს (მაგ.: ბეჭდვის, კომპიუტერის და სხვა);
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობას და მსჯელობს მისი განვითარების შესახებ;
  • ირჩევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახმელეთო გზას და წერილობით აღწერს მის საკომუნიკაციო სირთულეებსა და ამ გზის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას;
  • მოსწავლე კონტურულ რუკაზე დაიტანს მარშრუტებს, რომლითაც საქართველო სახმელეთო გზებით და შავი ზღვით  მეზობელ სახელმწიფოებს უკავშირდება;
  • დროის სკალაზე აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპორტის განვითარებაში
    .

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები