ისტ.VIII.18.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.   

ინდიკატორები

  • მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, კლასი, მეგობრები, დასახლება და ა.შ.) გამოყოფს ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის;
  • ეცნობა სხვადასხვა კულტურაში დამკვიდრებულ ეთიკეტის ნორმებს  და ჯგუფის წევრებთან ერთად გაითამაშებს კონკრეტულ სიტუაციას ამ ნორმების წარმოსადგენად;
  • ადარებს სხვადასხვა რელიგიის ნორმებისა და კანონების გავლენას საზოგადოების განვითარებაზე (მაგ., ირანი – ისლამი);
  • შეუძლია გამოარჩიოს სხვადასხვა ეპოქისა და  ქვეყნის სახემწიფოებრივი თუ დინასტიური სიმბოლოები;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;
  • მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ბუნებრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების თავისებურებათა (მაგ.: რეწვა, ხალხური შემოქმედება, თამაშობები) შესასწავლად;
  • თანაკლასელებთან ერთად ირჩევს სპორტის ერთ-ერთ გავრცელებულ (მსოფლიოში ან რეგიონში) სახეობას და განიხილავს მისი განვითარების პირობებს (მაგ.: წარმოშობა, გავრცელების დინამიკა, ეფექტიანობა და ა.შ.); კონტურულ რუკაზე დაიტანს სპორტის ამ სახეობის ისტორიულ განვითარებას და ჯგუფში განხილვის შედეგებთან ერთად აცნობს თანაკლასელებს;
  • მსჯელობს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისა და მოძრაობების მნიშვნელობაზე საზოგადოებისთვის; ადარებს სპორტის საერთაშორისო და ეროვნულ სახეობებს. მსჯელობს მათი პოპულარობის მიზეზებზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები