ისტ.VIII.12.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

ინდიკატორები

  • ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან,  როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა;
  • ჩამოთვლის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს; ასახელებს მაგალითებს მშობლიური თუ სხვა ქვეყნის ისტორიიდან და კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს პროტესტის შედეგებს;
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;
  • იხსენებს შემთხვევას, როდესაც მან ან მისმა ნაცნობმა შეასრულა მედიატორის (შუამავლის/მომრიგებელის) როლი კონფლიქტურ სიტუაციაში; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს ამ სიტუაციას და აფასებს შექმნილ ვითარებას (მაგ.: გარემოებები, საფრთხეები, მხარეთა შესაძლებლობები და მიზნები და ა.შ.) და მედიატორის საქციელს (მაგ: მოტივაცია, თვისებები, ცოდნა, მოქმედებები და ა.შ.).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები