ისტ.VIII.11.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ინდიკატორები

  • საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ  და შეძენილ უფლებებს; ასახელებს ღირებულებებს, რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქასა და სახელმწიფოს, მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანების მდგომარეობას, ასახელებს ღირებულებებს (მაგ.: ღირსება, თანასწორობა, თავისუფლება....), რომელთა უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევებში და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანს ჰქონდათ;
  • ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან  მიღებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას (მაგ.: პირადი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.) და მსჯელობს მათ მსგავსებასა თუ განსხვავებაზე;
  • აანალიზებს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს: წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები