ისტ.VIII.10.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას  კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ინდიკატორები

  • მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის (მაგ.: წესრიგი, პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) ; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები ისტორიიდან და საკუთარი დაკვირვებებიდან;
  • მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობასა და მისი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ადგენს საკითხთა სიას, რომლებიც, მისი აზრით უნდა აისახოს ქვეყნის ძირითად კანონში, ჯგუფის აზრს აცნობს სხვა ჯგუფებს, ისმენს მათი წარმომადგენლის პრეზენტაციას, მონაწილეობს კამათში და საერთო გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მსჯელობს საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმისა და კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ;
  • ჩამოთვლის საზოგადოებაში მოქმედ "დაუწერელ კანონებსა" და წესებს, მსჯელობს წარმოადგენენ თუ არა ისინი მორალურ ნორმებს, მოიძიებს მსგავს "დაუწერელ კანონებსა" და წესებს სხვადასხვა ხალხის კულტურაში; ადარებს მათ ერთმანეთთან და აფასებს, რამდენად მისაღებია ისინი მისთვის;
  • თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს და იცავს კლასში სამართლიანი ურთიერთობების/ქცევის წესებს;
  • განმარტავს, რას ნიშნავს სამართალი და ასახელებს იმ კანონებს, რომლებიც შეესაბამება მის ზნეობრივ ღირებულებებს;
  • ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს ადამიანის (განსაკუთრებით არასრულწლოვანის) არაკანონიერ მოქმედებას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები