ისტ.VII.8.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი,ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
ინდიკატორები
- კლასში ჯგუფური მუშაობისას ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ეპოქის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობას (მაგ. ჰამურაბის კანონები და რომაული კანონმდებლობა, შარიათი და ქრისტიანული კანონიკური სამართალი);
- შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურისათვის დამახასიათებელი ეტიკეტი და ქცევის წესები;
- ერთმანეთს ადარებს ბავშვთა კანონიერ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს თანამედროვე საქართველოსა და მის მიერ შერჩეულ რომელიმე ქვეყანაში;
- საკუთარი დაკვირვებებიდან გამომდინარე მსჯელობს, თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და პიროვნებას დაუსჯელობა კანონის დარღვევისთვის;
- უფროსკლასელების გამოცდილების გათვალისწინებით თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს საკუთარი კლასის კონსტიტუციას. ადარებს მას რომელიმე ისტორიული ეპოქის სასწავლებლის წესებს.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები