ისტ.VII.7.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის  სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ინდიკატორები

  • ამა თუ იმ ეპოქის ნივთიერი კულტურის ამსახველი მასალის (სახელმძღვანელოში მოცემული ან დამატებით მოძიებული) საფუძველზე გამოყოფს ნივთებს, რომლებიც მოწმობენ შესაბამისი ეპოქის სოციალურ დიფერენციაციაზე. ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის მეშვეობით აჯგუფებს სხვადასხვა ცივილიზაციისთვის მიკუთვნებულ საზოგადოებებს და ამ საზოგადოებებში იძულებითი შრომის სხვადასხვა ფორმებს; მსჯელობს როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე მსოფლიოში იძულებითი შრომის არსებობის მიზეზებზე;
  • ირჩევს სხვადასხვა პერიოდის საზოგადოების ერთ-ერთ სოციალურ ფენას და წერილობით აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას (მაგ.: გლეხი შუა საუკუნის ევროპაში,  მონა რომის რესპუბლიკაში,  ქშატრია ძველ ინდოეთში);
  • მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ეპოქიდან ასახელებს წარმატებულ ისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს (მაგ.: მეფე, ვაჭარი, მონადირე, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.) და აყალიბებს მათი წარმატებულობის მიზეზებს;
  • რომელიმე ქვეყნის მაგალითზე ადარებს მოსწავლეთა ცხოვრებას ორ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები