ისტ.VII.6.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ინდიკატორები

  • კლასში ჯგუფური  ან ინდივიდუალური მუშაობისას ირჩევს ორ განსხვავებული სოციალური სტრუქტურის საზოგადოებას. ადარებს მათ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს (მაგ.: მომთაბარე და სამიწათმოქმედო საზოგადოება, ბარისა და მთის მოსახლეობა);
  • წყაროებისა და ლიტერატურის მოშველიებით მოიძიებს ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა ყოფისა და ტრადიციების შესახებ, ადარებს  მათ ერთმანეთს;
  • წერს პატარა თემას, რომელშიც ერთმანეთს ადარებს ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლებს ორ სხვადასხვა ეპოქაში (მაგ., მიწათმოქმედი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში);
  • ინდივიდუალური ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს სამ ან ოთხ იდეას (აღმოჩენას), რომლებმაც, მისი აზრით, გამოიწვიეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში უძველესი დროიდან დღემდე და კლასის წინაშე ასაბუთებს თავის ან ჯგუფის არჩევანს.     

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები