ისტ.IX.7.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
 

ინდიკატორები

  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .);
  • ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს (მაგ.: საერო დანიშნულების - სასახლეები, აბანოები და ა. შ.; თავდაცვითი - ციხე-ქალაქები, ციხეები და ა. შ.; საკულტო დანიშნულების - ტაძრები, ეკლესია-მონასტრები);
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ. წერს თემას, რომელშიც განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს (მაგ.: ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში, ქრისტიანული და აღმოსავლური კულტურების გავლენა შუა საუკუნეები ქართულ კულტურაზე და ა. შ.). 

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები