ისტ.IX.6.

IX კლასი

მოსწავლესშეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

 

ინდიკატორები

  • აჯგუფებს, ან იერარქიული სქემით გამოსახავს წინარექრისტიანული  ხანის ქართულ ღვთაებებს, მიუთითებს მათ ფუნქციებს, მოიძიებს მათ ანალოგებს ძველაღმოსავლურ, ანტიკურ და სხვა წარმართულ პანთეონებში;
  • აანალიზებს, თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ (მაგ., მკაცრი იერარქიულობის დაცვა, ახალი კულტების შემოტანა და სხვა);
  • აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
  • აჯგუფებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, მოიძიებს მათ ანალოგიას სხვა ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში;
  • ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;
  • ადგენს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებული რელიგიებისა და კონფესიების სიას და მსჯელობს მათი ურთიერთობების შესახებ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფოსთან;
  • აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის ეირარქიას.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები