ისტ.IX.5.

IX კლასი

მოსწავლესშეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ინდიკატორები

  • ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (ან სამთავროების) წარმონაქმნის მიზეზი გახდა. მაგ.:

 ცხრილი 1

  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა (ან საერთოდ გაქრნენ) და მიუთითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და  საშინაო ფაქტორებზე, მაგ.:

 ცხრილი 2

  • მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ  ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილების  მნიშვნელობაზე;
  • აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები