ისტ.IX.2.

IX კლასი

მოსწავლესშეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ინდიკატორები

  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქის სავაჭრო გზებს;
  • ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და მსჯელობს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ ან უშლიდნენ საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში;
  • მსჯელობს ქართული ფულის ისტორიაზე;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოში ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად;
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  წიაღისეულის მოპოვების ადგილებს და საუბრობს ხელოსნობის ან მრეწველობის იმ დარგებზე, რომელთა განვითარებასაც მათმა მოპოვებამ შეუწყო ხელი;
  • წერილობითი სახით შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი თვალსაზრისი საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მმართველობით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი ცვლილებების შესახებ;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განვითარებასთან ერთად,   ადარებს განსხვავებულ ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები