ისტ. XI.5.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

 

ინდიკატორები

  • ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
  • ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
  • წერს თემას მსოფლიოში განვითარებული უმნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
  • ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოყოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.

რესურსები