ისტ. VII 4.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ინდიკატორები

  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს  მისი  არჩევანის მიზეზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის/ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;
  • ცხრილის საშუალებით აჯგუფებს ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციასა და მიზნებს;
  • ადარებს ორ წყაროს, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ამ განსხვავბული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით;  
  • მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები