ის ტექნ. VI.2.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

ინდიკატორები

  • მონაცემთა და ციფრული მასალის შენახვისას ადარებს და აფასებს სხვადასხვა მოწყობილობას ან/და საცავს. მსჯელობს ერთი მათგანის უპირატესობის შესახებ მეორესთან შედარებით;
  • სისტემატურად ახდენს მონაცემების დაარქივებას, მონაცემთა ოპტიმალურად შენახვისა და დაზიანებული მონაცემების სწრაფად და მარტივად აღდგენის მიზნით. აფასებს დაარქივების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის მონაცემების შემთხვევაში (მაგალითად,შეკუმშვის კოეფიციენტებს შორის განსხვავება ტექსტური ფაილის და გრაფიკული ფაილის შეკუმშვის შემთხვევაში);
  • მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ;
  • მსჯელობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატს შორის განსხვავებაზე და მონაცემთა შენახვისას შეარჩევს შესაფერის ფორმატს (მაგალითად: გრაფიკული მასალის შენახვისას: JPG, GIF, BMP; ტექსტური მასალის შენახვისას: ჩვეულებრივი ტექსტი, RTF, ფორმატირებული დოკუმენტი);
  • ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისას, წაკითხვისას და გადაცემისას აფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;
  • აფასებს შესანახი მოწყობილობის მეხსიერების შესაძლებლობებს და მსჯელობს ამ შესაძლებლობების შესახებ.

რესურსები