ის ტექნ. V.2.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს. 

ინდიკატორები

  • აცნობიერებს ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილსა და როლს; გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და ეკონო­მიკურ ასპექტებს;
  • ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
  • იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს (მაგალითად: პაროლი, მონაცემთა დაშიფვრა) და იცავს მათი გამოყენების ნორმებს;
  • აცნობიერებს ქსელში ან/და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
  • ქსელურ გარემოში ახდენს პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონ­სტრირებას;
  • კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);
  • აცნობიერებს სკოლაში დადგენილ ნორმებს და იცავს მათ სასკოლო ქსელისა და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
  • ციფრული მასალის გამოყენებისას ითვალისწინებს ამ მასალის ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს ავტორს;
  • გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს  ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში.

რესურსები