ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ამობეჭდვაის ტექნ. V.1.
ინდიკატორები
- აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
- გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
- ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
- აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
- ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
- აცნობიერებს განსხვავებას ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის;
- უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად: , ) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
- აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
- გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის შემადგენელი ელემენტების დანიშნულებას და იყენებს მათ (მაგალითად: ჰიპერბმული, ფორმის კომპონენტები).
რესურსები

შედეგის დაზუსტება

დამატებითი ცნობები/განმარტებები