გეო.XI.4.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია     პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა

ინდიკატორები

  • აანალიზებს პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემების წარმოშობას, განვითარებას და სივრცობრივ თავისებურებებს. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი;
  • მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე (სტატისტიკური მონაცემები, მასმედია) აანალიზებს მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალს და გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა მოქალაქემ  და ქვეყანამ მსოფლიოში   მშვიდობისა და განიარაღების საქმეში;
  • ირჩევს და ეცნობა (საინფორმაციო საშუალებებიდან) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღების და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში და შეიმუშავებს მოვლენების განვითარების შესაძლო პროგნოზს (სქემა, სცენარი);
  • ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ომების, ეთნოკონფლიქტებისა და ტერორიზმის წარმოშობას, გამოვლინების ფორმებსა და სივრცობრივ თავისებურებებს შორის;
  • მოიძიებს ინფორმაციას და ინფორმაციის საფუძველზე ეცნობა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათი მოქმედების არეალებს;
  • მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების და გახმაურებული ტერაქტების შესახებ; ადგენს \\\\\\\\\\\\\\\"ცხელი წერტილების\\\\\\\\\\\\\\\" რუკას.

რესურსები