გეო.XI.3.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა

ინდიკატორები

  • აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე; გამოთქვამს ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ;
  • სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს,მათ შორის მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს;
  • ირჩევს რომელიმე კომპონენტის ათვისებასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემას, მსჯელობს მის უსაფრთხო ათვისებაზე და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
  • ილუსტრაციების და სხვა წყაროების გამოყენებით ამყარებს კავშირებს გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და ეკონომიკის იმ დარგებს შორის, რომლებიც ამ პრობლემების მაპროვოცირებელია; იყენებს თემატურ რუკებს და ადგენს გეოეკოლოგიური პრობლემების გამოვლინების მენტალურ რუკას;
  • მონაწილეობს დებატებში თემაზე: \\\\\\\"წარმოების გაფართოება და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება\\\\\\\";
  • ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ გეოეკოლოგიურ პორობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
  • წლის მანძილზე სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდული    გამოცემები, საინფორმაციო საშუალებები), აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ[1]; განათავსებს მათ რუკაზე და დროის ქრონოლოგიურ ხაზზე; შედეგებს აანალიზებს და წარმოადგენს თანაკლასელების წინაშე.


[1] მასწავლებელი  წლის  დასაწყისში აძლევს დავალებეგბს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და წლის განმავლობაში  ახდენს მონოტორინგს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები