გეო.XI.2.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია   სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი

ინდიკატორები

  • აანალიზებს ფინანსური ნაკადების მასშტაბებს თანამედროვე მსოფლიოში; მსჯელობს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მოქმედების მასშტაბებზე;
  • მსჯელობს საერთაშორისო დონორებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ დახმარებებსა და სესხებზე;
  • გამოთქვამს მოსაზრებას, რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ ხარჯებს;
  • ამყარებს ლოგიკურ კავშირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს შორის (მაგ., საერთაშორისო შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები (რემიტანსები)) და მსჯელობს მათ მასშტაბებზე;
  • რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • ეცნობა ატასწლეულის განვიტარების მიზნებს (MDG),  ირჩევს ერთ-ერთს და ახასიატებს პრობლემის აქტუალობას; ეცნობა გაეროს პროგრამებს, რომლებიც მათი გადაწრისკენაა მიმართული;
  • ირჩევს განვითარების   სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ქვეყნებს; ადარებს, რამდენად მძაფრად წარმოჩინდება თითოეულში გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და რამდენად განსხვავდება პრობლემებზე რეაგირების გზები;
  • აანალიზებს ჩამორჩენილობის პარამეტრების დაძლევისაკენ მიმართულ ღონისძიებებს და ადგენს მსოფლიოს რეგიონების პროგნოზულ (მომავლის) \\\\\\\"სოციალურ-ეკონომიკური განვითარების\\\\\\\" რუკას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები