გეო.XI.1.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება

ინდიკატორები

  • ასხვავებს ტერმინებს ”გლობალიზაცია” და ”გლოსალიზაცია”;
  • აანალიზებს გლობალიზაციის ინდექსის გაზომვის მეთოდს (კოფ-ის (KOF) ინდექსი, ათ კერნეის (AT Kearney) ინდიკატორები) და მსჯელობს თითოეული კრიტერიუმის (პოლიტიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, სოციალური გლობალიზაცია, პერსონალური კონტაქტები, ინფორმაციული კავშირები, კულტურული სიახლოვე) სივრცობრივ განაწილებაზე;
  • მსჯელობს გლობალიზაციის ინდექსების გამოთვლის მეთოდების სრულყოფილებაზე და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაზე;
  • აანალიზებს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის განვითარების როლს ქვეყნების სივრცე-დროითი დაახლოვებაში;
  • ადგენს მისთვის აქტუალური პრობლემების სივრცე-დროით თავისებურებებს; განსაზღვრავს ცნებას \\\\\\\"გლობალური\\\\\\\" და შეიმუშავებს კრიტერიუმებს ამ პრობლემისადმი სტატუსის მისანიჭებლად;
  • გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;
  • შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება, მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს;
  • გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები