გეო.X.4.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე

ინდიკატორები

  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებიდან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ;  ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და ვარაუდობს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყანის განვითარებისათვის; 
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე  აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს ვარაუდს არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას და სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები