გეო.VIII.8.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი

ინდიკატორები

  • აგროვებს მონაცემებს საკუთარი დასახლებული პუნქტის შესახებ, ადარებს სასოფლო და საქალაქო დასახლებების ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს  წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვა); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
  • ეცნობა საქართველოში და სხვა ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა დასახლების ხალხმრავლობას და ფუნქციებს;
  • ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვა). შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვა);
  • ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რისი საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს გამოხატავს ცხრილის საშუალებით;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

რესურსები