გეო.VIII.4.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი
ინდიკატორები
- იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და აანალიზებს ევროპა-აზიას შორის საზღვრის გატარების საკითხს (განიხილავს და განაზოგადებს საზღვრის გატარების ალტერნატიულ ვარიანტებს, ასაბუთებს მისთვის მისაღებ ვარიანტს) და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე;
- პოლიტიკური და ფიზიკური რუკების გამოყენებით აჯგუფებს ქვეყნებს მდებარეობის მიხედვით; საუბრობს კავკასიის და მასში შემავალი ქვეყნების მდებარეობაზე;
- იყენებს რუკას და ახასიათებს შავი და კასპიის ზღვების ფიზიკურ-გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მნიშვნელოვან რესურსებს (მინერალური, ბიოლოგიური, რეკრეაციული) და გარემოსდაცვით პრობლემებს; გამოთქვამს მოსაზრებებს გარემოს დაცვის როლსა და პერსპექტივებზე;
- იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს კავკასიის მოსახლეობის რიგ მახასიათებლებზე (მაგ.: დემოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება); ავსებს შესაბამის კონტურულ რუკებს;
- რუკასა და ტექსტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით აღწერს კავკასიისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებს (ნავთობი, გაზი, მინერალური წყლები, ტყე და სხვა), გეოგრაფიულ ობიექტებს და ბუნებრივ თავისებურებებს; ავსებს კავკასიის შესაბამის კონტურულ რუკას;
- თემატური რუკების მეშვეობით კავკასიის ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს აკავშირებს მოსახლეობის ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.: ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); ცხრილში აჯგუფებს კავკასიის ქვეყნებს აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით;
- აგროვებს ინფორმაციას, მსჯელობს კავკასიის ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი და სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე (მაგ.: შავი და კასპიის ზღების პრობლემები) და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
- კავკასიის რეგიონს ადარებს მსოფლიოს სხვა რეგიონს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის და სხვა); მსგავსება-განსხვავებებს გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები