გეო.VIII.3.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე

ინდიკატორები

  • კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე);
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • ფოტოსურათების საშუალებით ადარებს სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ დასახლებას და ადგენს მათ შორის განსხვავებას (მასალა, არქიტექტურა);
  • გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ, ადარებს მათ საქართველოში და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ თავდაცვის საშუალებებს (მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან ზვავების საფრთხის გათვალისწინებით, შენობების გადახურვა და სხვ.); 
  • იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, აჯგუფებს მათ (მაგ., ცხრილის საშუალებით) საქართველოს კუთხეების მიხედვით, განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო ტიპებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • თანაკლასელებთან ერთად მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ომით გამწვეულ ცვლილებებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის) სახით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას იმ ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში (მაგ. ა.შ.შ. _ ერაყის ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა სპარსეთის ყურეში) და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები