გეო.VIII.1.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი

ინდიკატორები

  • მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის გრაფიკებს და დიაგრამებს;
  • ადგენს წინა ეპოქის რომელიმე ლოკალური გარემოს (მცირე დასახლებული პუნქტი: სოფელი, უბანი და ა.შ.) მენტალურ გეგმას და ადარებს ამავე ადგილის თანამედროვე გეგმას; მსჯელობს, თუ რა ანთროპოგენული ცვლილებები განიცადა გარემომ ამ ორ ეპოქას შორის;
  • განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
  • გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ., მსოფლიო რუკის მიხედვით ქვეყნებს აჯგუფებს კონტინენტების მიხედვით და წარმოადგენს ცხრილის სახით).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
შავი ზღვის სკივრი

A4 ზომის ფურცლები ორად გაყავით და თითოეულს ერთ მხარეს დააწერეთ ზოგს საქართველო, ზოგს უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საბერძნეთი, ერაყი, თურქეთი, რუსეთი ან სხვა.

  • მოსწავლეებს სთხოვეთ, აიღონ ფურცლები და ჯგუფს დაანახონ ან ხმამაღლა წაიკითხონ, რა წერია მასზე. მოსწავლეებს სთხოვეთ, თავიანთი ფურცლები მეგობარს ზურგზე მიამაგრონ ქინძისთავებით. ამგვარად, ყოველ მოსწავლეს ზურგზე რომელიმე ქვეყნის სახელი ექნება მიკრული.
  • თუ ბავშვები უფრო მეტია, ვიდრე ფურცლები, აიღეთ ახლები და, თქვენი შეხედულებისამებრ, დააწერეთ იგივე ან სხვა ქვეყნები. მთავარია, ამ თამაშში 6 შავიზღვისპირა ქვეყანა (საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და რუსეთი) მონაწილეობდეს.