გეო.VIII. 9.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები

ინდიკატორები

  • იყენებს რუკას და განსაზღვრავს ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნით მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს;
  • იყენებს სასწავლო რუკას და განსაზღვრავს სტრატეგიული რესურსებით (სათბობ-ენერგეტიკული) მდიდარ რეგიონებს; აღნიშნავს მათ კონტურულ რუკაზე;
  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს  განვითარების დონის მიხედვით;
  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და გამოთქვამს მოსაზრებებს;
  • ადარებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების წესს, ჩამოთვლის მსგავსებასა და განსხვავებებს;
  • ადგენს და ადარებს იმ თვალსაჩინო რესურსების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში (საშენი მასალა, გასათბობი საშუალებები, ტრანსპორტი და გზები, ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება და სხვა); მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ კავშირებზე;
  • ირჩევს ორი რეგიონს და აჯგუფებს განმასხვავებელ და მსგავს ნიშნებს; მსჯელობს მსგავსება-განსხვავების გამომწვევ მიზეზებზე. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები