გეო.VII.4.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და  მრავალმხრივ გამოყენებაზე

ინდიკატორები

  • აჯგუფებს (ბარათების ან ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ რესურსებსა და შესაბამის ეკონომიკის დარგებს;
  • აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
  • სქემის საშუალებით გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _ ელექტროენერგია);
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს ჩამოთვლილი რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით (მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი, ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
  • ბუნებრივ რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და აჯგუფებს მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენადი));
  • ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი, ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
  • ადარებს დეგრადირებულ და სახეშეუცვლელ გარემოს;
  • ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის მოხმარების აუცილებლობის და ინტენსივობის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს (მაგ. წყალი და ელექტროენერგია).

რესურსები