გეო.VII.2.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად

ინდიკატორები

  • ფოტოების, ცხრილების, გრაფიკების და რუკების გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას (მაგ., აანალიზებს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას);
  • ლეგენდის გამოყენებით გადააქვს ინფორმაცია კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
  • იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
  • წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
  • თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის გეოგრაფიულ ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ.: მსოფლიო რუკაზე მოძებნის მნიშვნელოვან მდინარეებს და აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით; ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე აგებს ოკეანეების ფართობის განაწილების წრიულ დიაგრამას).

რესურსები