გეო.IX.9.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესები და გამოთქვას ვარაუდები მომავალთან დაკავშირებით

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სამხედრო კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და მსჯელობს წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის დარეგულირებაზე;
  • მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს და ქმნის მისი პერსპექტიული განვითარების მარტივ მოდელს;
  • აანალიზებს საქართველოს დასახლებების ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს შიდა და გარე მიგრაციული პროცესების შედეგად გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაცის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები