გეო.IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან

ინდიკატორები

  • სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს საქართველოს მოსახლეობის დინამიკის, განსახლების და სიმჭიდროვის შესახებ; აკავშირებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან;
  • ახასიათებს საქართველოში მოსახლეობის აღწერის ტრადიციებს (გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი, რუსეთის იმპერიის აღწერები, სსრკ-ის მოსახლეობის საყოველთაო აღწერები, დამოუკიდებელი საქართველოს 2002 წ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა); ადარებს მათ სხვა ქვეყნების ანალოგიურ გამოცდილებას და მსჯელობს მათ საიმედობაზე;
  • აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ პერსპექტივას; სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ადგენს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებს და ადარებს სხვადასხვა აღწარმოების ტიპის მქონე ქვეყნების ანალოგებს;
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადარებს საქართველოს ორ კონტრასტულ რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას; მსჯელობს შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე და სიტუაციის გაუმჯობესების გზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ; გამოთქვამს ვარაუდს საქართველოში შესაძლო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაზე.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები