გეო.IX.5.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საქართველოში ნიადაგის, წყლის, ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს, აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების კლების შესაძლო გზებზე; კვლევის შედეგებს გამოსახავს სქემის / ცხრილის სახით;
  • აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს; კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს; შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს;
  • თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს (მიზანი, ამოცანები, გადაჭრის გზები, მოსალოდნელი შედეგები);
  • აანალიზებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობას (ეცნობა მსოფლიოში არსებულ ანალოგებს) და რუკის გამოყენებით მსჯელობს მათი განვითარების პერსპექტივებზე;
  • სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიული ლიტერატურისა და თვალსაჩინოებების დახმარებით მსჯელობს საქართველოში დაცული ტერიტორიების მდებარეობაზე, შექმნის მიზეზებზე (მაგ.: ბაწარა _ უთხოვარი; ბაბანეური _ ძელქვა) და ადგენს შესაბამის სქემას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები