გეო.IX.3.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები

ინდიკატორები

  • ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს შორის და მსჯელობს მათ გავრცელებაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს;
  • რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს და მოვლენებს; მათგან გამოარჩევს რეკორდული მაჩვენებლების მქონეს (ნალექიანობა, ქარიანობა, მეწყერი და სხვა) და ავსებს შესაბამის კონტურულ რუკას;
  • რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით აღწერს საქართველოსათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან რესურსებს (მინერალური და საწვავი რესურსები და სხვა) და აკავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.: ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს საქართველოს რეგიონებს;
  • აგროვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო, მასმედია და სხვა), მსჯელობს საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე  და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • აგროვებს ინფორმაციას (საქართველოს ატლასისა და სხვა თვალსაჩინოების მიხედვით) და ადარებს საქართველოს ორ განსხვავებულ რეგიონს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, რელიეფის, კლიმატის, ჰიდროგრაფიული ქსელის და სხვა); მსგავსება-განსხვავებებს გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით;
  • ადარებს და აჯგუფებს საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს (მაგ.: ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები) გარემოზე მათი ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით პრობლემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები