გეო.IX.2.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის
ინდიკატორები
- მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;
- მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
- ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
- აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე;
- მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გატარების სხვადასხვა ვერსიებს საქართველოსთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები