გეო.IX.1.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები
ინდიკატორები
- აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
- ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს;
- საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების და ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობას;
- საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
- ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგ. ფიზ.გეოგრაფიული, მოსახლეობის, სოფლის-მეურნეობის სპეციალიზაციის რუკები);
- მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საქართველოს თემატურ რუკებს (სამხარეო, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ძირითადი რელიგიების გავრცელება და სხვა);
- სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადგენს სხვადასხვა სირთულის ნახაზებს (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
- ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას ექსპედიციის ჩასატარებლად და კლასის წინაშე წარმოადგენს მისი განხორციელების მარტივ გეგმას (მიზანი, მარშრუტი, ვადა, გადაადგილების საშუალება, არჩეული მარშრუტის უპირატესობა სხვებთან შედარებით, წასაღები ნივთების სია და ა.შ.); ადგენს ექსპედიციის ამსახველ სქემატურ გეგმას.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები