გეო. XI 6.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია   გააცნობიეროს  გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა

ინდიკატორები

  • მსჯელობს მოსახლეობის (ოჯახის, თემის, ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს) ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების, განათლებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მათი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისათვის;
  • მოიძიებს ინფორმაციას და აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების დანიშნულების საკითხს გლობალურ პრობლემებთან მიმართებით, აკეთებს დასკვნებს მათ მიერ გლობალურ პრობლემებზე რეაგირებასა და მოგვარებასთან დაკავშირებით;
  • ეცნობა გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს მიერ ხელმოწერილ კონვენციებსა და ვალდებულებებს; ადგენს კითხვარს და ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას აღნიშნულ პროცესში საზოგადოების და ინდივიდების ინფორმირებულობის და ამ პროცესში ჩართულობის შესწავლის მიზნით;
  • მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ შესრულებული ან შეუსრულებელი კონვენციისა ან ვალდებულების შესახებ;
  • ეცნობა საერთაშორისო ეკოლოგიურ თარიღებს და კლასთან ერთად ირჩევს მათთვის საინტერესოს და ამზადებენ შესაბამის ღონისძიებებს (ღია გაკვეთილი, გამოფენა, კონფერენცია და სხვა);
  • მსჯელობს, თუ რა როლს ასრულებს საერთაშორისო  ძალისხმევა გლობალური პრობლემების მოგვარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივისათვის. შედეგებს წარმოადგენს სასურველი ფორმით.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები