(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ)

 

ეროვნული სასწავლო გეგმა 

შესავალი

 

 

სწალაში ირიადი მნივნელობა იმ პროდუქტს

კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული

ჩვევის ან კონკრეტული შინაარსი მქონე

ცოდნის სახით გვაძლევს,

არამედ განსაზვრული მიმართულებით

მოსწავლის ალების განვითარებას.”

 

დიმიტრი უზნაძე

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84 დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ.   

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის  აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო 70-იანი წლებიდან სხვადასხვა სამეცნიერო დარგში (კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ნეირო მეცნიერებებში, განათლების მეცნიერებებში, ფსიქოლინგვისტიკაში, ენების დიდაქტიკაში და სხვ.) მიმდინარე ინტენსიურმა კვლევებმა, რომლებმაც მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და  მოთხოვნებს უპასუხებს.

 პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.

სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ეს არსებითი მოთხოვნა აისახება საგნობრივი პროგრამების სამნაწილიან სტრუქტურაში:

 

 საგნობრივი სტრუქტურა

 

 საგნობრივი პროგრამების ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს საგნის სწავლების ამოცანებს და იმ ძირითად ორიენტირებს, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობს. 

 საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს, ანუ  სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი  გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.

 

 ცოდნის სამი კატეგორია

 

ცოდნის სამი კატეგორია

საგნობრივი პროგრამების ძირითადი ნაწილის - სტანდარტის  ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება. მასში სწავლების მიზნები ჩამოყალიბებულია კონკრეტული შედეგების სახით, ანუ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სახით, რომლებიც უნდა წარმოაჩინოს მოსწავლემ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისა და ინდიკატორების სახით მასწავლებელს ეძლევა კონკრეტული მითითება იმის შესახებ, თუ როგორ და რა კუთხით უნდა დაამუშავებინოს მოსწავლეებს ჩამონათვალში მოცემული შინაარსობრივი საკითხები. ის ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მიუთითებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა მოსწავლეებმა ცოდნა გააზრებულად და საფუძვლიანად შეიძინონ.

პროგრამის შინაარსი წარმოადგენს სავალდებულო და სარეკომენდაციო სასწავლო საკითხების ჩამონათვალს.

ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, განკუთვნილია ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე თუ მონაწილე ყველა სუბიექტისათვის.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.